პროექტის თემა: ჩემს სოფელში მარგალიტებად გაბნეული ტაძრები
პროექტის აქტუალობა: სოფელი მეჯვრისხევი ამაყობს ისეთი ხუროთმოძღვრული ტაძრებით, რომელთაც ისტორიული მნიშვნელობა აქვთ.ჩვენი სურვილია წლების წინ აშენებულ ტაძრებზე უფრო მეტი ინფორმაციის მოპოვება და თანატოლებისთვის გაზიარება
პროექტის მიზნები: პროექტის მიმდინარეობისას მოსწავლეები გაეცნობიან მშობლიურ სოფელში არსებულ ტაძრებს, განუვითარდებათ კვლევა-ძიების უნარი.
მონაწილეთა ასაკი: 9-10 წელი
ვადები/ხანგრძლივობა: 2012 წლის დეკემბერი-მაისი
მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეები მოძიებული ინფორმაციით გაიღრმავებენ ცოდნას,გამოუშვებენ კედლის გაზეთს,შექმნიან ფოტო-კოლაჟს, განუვითარდებათ თანამშრომლობითი და კომუნიკაციის უნარები.
პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები: პროექტორი, კომპიუტერი, ფოტო აპარატი, ინტერნეტი.
პროექტის მსვლელობა: მოსწავლეები იყოფიან სამ ჯგუფად, იღებენ საჭირო ინსტრუქციებს, მოიძიებენ სოფელში არსებული ტაძრების შესახებ ინფორმაციას მოსახლეობისგან, ბიბლიოთეკებიდან, ინტერნეტიდან. ათვალიერებენ ტაძრებს, იღებენ საჭირო ფოტოებს. საკუთარ ჩანაწერებს აცნობენ ერთმანეთს. პროექტის დასასრულს წარმოადგენენ შემაჯამებელ ღონისძიებას - აწყობენ გამოფენას, ფოტო-კოლაჟს, აკეთებენ პრეზენტაციას.
საგნებთან კავშირი
· ხელოვნება - ფოტო კოლაჯის შექმნა, ფრესკებზე დაკვირვება.
· ქართ. ენა - წერის, კითხვის, კომუნიკაციის უნარების გაუმჯობესება.
· ისტორია - ტაძრების დატვალიერება და შესწავლა.
პროექტის ხელმძღვანელი: პედაგოგი - მაია მარკოზაშვილი
Комментариев нет:
Отправить комментарий